Saturday, March 30, 2013

1. პროექტის სახელწოდება : ღერძული სიმეტრია
2.პროექტის მთავარი იდეა ( თემა ):ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმეტრიის როლის გააზრება .
3) პროექტის აქტუალობა : მათემატიკური ობიექტებისა და პროცესების შემჩნევა და მათი თვისებების გამოყენება მოდელის აგებისას , პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას .
4)პროექტის მიზნები : * . მოსწავლემ უნდა შეძლოს წრფის მიმართ სიმეტრიული წერტილების და ფიგურების გააზრება.
* შეძლოს სიმეტრიული ფიგურების ამოცნობა .
* გაიწაფოს ფიგურის სიმეტრიულ ფიგურამდე შევსებაში . მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგებაში .
* მოსწავლისათვის სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავების საფუძველზე ცოდნისა და ძიების უნარ ჩვევების გაღრმავება .
5) მოსწავლის ასაკი :12 -14 წელი
6) ვადები :2-3კვირა
7)მისალოდნელი შედეგები/ პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას : * მოსწავლეები წარმოადგენენ ფურცელზე დახატულ სიმეტრიულ ფიგურებს .
* წარმოადგენენ სიმეტრიული ფოთლების ჰერბარიუმს .
* ხელოვნებიდან წარმოადგენენ სურათების ფოტო ასლებს
*გამოფენა: წარმოდგენილი იქნება სიმეტრიული ფიგურების ნიმუშები მატემატიკიდან , ბუნებიდან ,, ხელოვნებიდან , ლიტერატურიდან .
8) პროექტის საჭირო რესურსები : სახელმძღვანელო , ფურცლები ,სახაზავი , ფოტო აპარატი , კომპიუტერი ,ფოთლები ,პეპლების ფიტული.
9)პროექტის მსვლელობა :
1) ერთი ჯგუფი წარმოადგენს წრფის მიმართ სიმეტრიული წერტილისა და სიმეტრიული ფიგურის აგებას , სიმეტრიის თვისებების ჩამოყალიბებას .
2) მეორე ჯგუფი იკვლევს ბუნებასი სიმეტრიულ ფიგურებს .წარმოადგენს მათ ნიმუშებს .
3)მესამე ჯგუფი მოიძიოს ხელოვნებაში სიმეტრიის ნიმუშები .
4) მოიძიებენ ლიტერატურიდან .
10)საგნებთან / საგნობრივ ჯგუფთან კავშირი : ბუნება , ქართული ,ხელოვნება ,მათემატიკა .
11)პროექტის ხელმძღვანელი : ცისანა ქოჩიაშვილი
12) ხელმძღვანელის ელ ფოსტა :cisanaqochiashvili@gmail.com
13)პროექტის ვებ-გვერდი :cisanaqochiashvili.blogspot.com